უკეთესი იქნება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და მეფის ნაცვლებით კი არ გველაპარაკოს, არამედ პასუხისმგებლობა თავად აიღოს – პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის მოსაზრებით, უმჯობესი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და პასუხისმგებლობას თავად აიღებს.

აღნიშნული კომენტარით პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა საუბარია ოლიგარქიზაციასა და არაფორმალურ მმართველობაზე, თუ ბიძინა ივანიშვილი ნახავს, რომ მისი სანქცირების შანსები დიდია, სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით შეიძლება, ფორმალური თანამდებობებიც მიიღოს და სახელისუფლებო იმუნიტეტით ისარგებლოს.

„უკეთესი იქნება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და მეფის ნაცვლებით კი არ გველაპარაკოს, არამედ პასუხისმგებლობა თავად აიღოს, მათ შორის ასობით ადამიანზე ქვეყნიდან რომ გარბიან, ასობით ბავშვებზე სიღარიბის ზღვარზე რომ არის. ამ ყველაფერს კონკრეტული სახელი რომ დავარქვათ, პასუხისმგებელია არა ღარიბაშვილი და კობახიძე, არამედ მილიარდელი ივანიშვილი, რომელსაც 35 პროცენტზე მეტი აქვს საქართველოს მშპ-ზე. ასეთი ადამიანი ძარცვით არის დაკავებული. მნიშვნელოვანია დაბრუნდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.