არ უნდათ ამ ნარკოტიკული თრობიდან გამოსვლა, კარგი იყო იაფი რუსული ნავთობი და გაზი – ვაჟა შუბითიძე

ევროპელებს არ უნდათ იმ ნარკოტიკული თრობიდან გამოსვლა, რასაც რუსული იაფი გაზი და ნავთობი ჰქვია და ეს იწვევს მათ უკმაყოფილებას, – განაცხადა პოლიტოლოგმა ვაჟა შუბითიძემ რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” მალხაზ გულაშვილთან ერთად.

ასე უპასუხა პოლიტოლოგმა წამყვანის შეკითხვას, თუ რატომ ინფლაცირდება ევროპული ვალუტა ყოველდღიურად ამერიკულ დოლართან მიმართებაში.

“ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როცა ენერგოდამოკიდებული გახდა რუსეთზე. როგორც ნარკომანები არიან დამოკიდებულები, ნარკოტიკულ საშუალებებზე, დაახლოებით ასეთი რაღაც დაემართათ. ახლა უნდათ თავის დაღწევა, მაგრამ ეს ასე იოლი არაა. მოუწევთ ბევრი რაღაცის გადატანა, მათ შორის კრიზისების, ფასების მატების, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს და ამიტომ ბუზღუნებენ. არ უნდათ ამ ნარკოტიკული თრობიდან გამოსვლა, კარგი იყო იაფი რუსული ნავთობი და გაზი, ახლა გაუძვირდათ ყველაფერი, გაუძვირდა ცხოვრება ყველას”, – განაცხადა ვაჟა შუბითიძემ.