ევროპასთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება გვაქვს, მაგრამ მათგან ვისწავლეთ პრაგმატული პოლიტიკა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე – თამარ კიკნაძე

მწარე გამოცდილება გვაქვს ევროპასთან ურთიერთობის, მაგრამ ერთი რამ, რაც სასწავლი გვაქვს ევროპისგან, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა. მგონი, ახლა ვდგავართ ზუსტად ამ გზაზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, – განაცხადა პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” მალხაზ გულაშვილთან ერთად.

“მე მომწონს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა არ ჩაერთო რუსეთთან საომარ მოქმედებებში. დაწყებული ზელენსკიდან, ყველა ლაპარაკობდა, რომ თურმე, ჩვენ უნდა ჩავრთულიყავით ომში. ეს იყო ხარაკირის ტოლფასი. არ დაგვიტოვეს უკან დასახევი გზა. ნახეთ ხომ, რა რიტორიკაა? ახლა ჩვენ გაცილებით წინ ვართ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ვესტერნიზაცია, პროდასავლელობა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგრძნობა. მენტალიტეტიც შეცვლილია და ამ ფონზე რომ გვეუბნებიან, რომ თურმე, არ ვართ ევროპის ნაწილი, ცუდია. ჩვენ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს ევროპასთან ურთიერთობის, მაგრამ ერთი რამ, რაც სასწავლი გვაქვს ევროპისგან, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა. მგონი, ახლა ვდგავართ იმ გზაზე, რომ ვეწევით პრაგმატულ პოლიტიკას, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც მე, როგორც პოლიტოლოგი, მივესალმები”, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.