1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6558 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6558 ლარი ეღირება, ევრო – 2.8537 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2106 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6459 ლარი ღირდა, ევრო – 2.8364 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1746 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 თებერვალს ამოქმედდება.