1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6499 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6499 ლარი ეღირება, ევრო – 2.8789 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2641 ლარი.

 

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6504 ლარი ღირდა, ევრო – 2.8889 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2801 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 იანვარს ამოქმედდება.