თურქეთში ჰათაის პროვინციაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.  ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში კი 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

მოჰყვა თუ არა მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა, უცნობია.

ჰათაი 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პროვინციაა.

სტიქიას თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.