ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა SEMAFOR-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ასევე განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მოუწოდოს გაეროს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს.

„ასეთი მოთხოვნა ტრამპის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინის პოზიციასთან დააკავშირებდა, რომელიც დიდი ხანია ყირიმს თავისი ქვეყნის ტერიტორიად მიიჩნევს“, - წერს გამოცემა.

აღნიშნულია, რომ ეს შესაძლებლობა ცნობილი გახდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის მომზადების ფონზე, რომელიც სამშაბათისთვის არის დაგეგმილი.