“თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენ გვემუქრებოდით ჩამოშლით და ახლა მარტივ მამრავლებად თავად დაიშალეთ”-ვლადიმერ ბოჟაძე “ნაციონალურ მოძრაობას”

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე,  დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრაღაში ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ  განაცხადა, პრემიერს ჰქონდა პატივი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტზე გამართული დისკუსიის „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“ თანათავმჯდომარე ყოფილიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი.

როგორც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განაცხადა, ის ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც მთავრობის მეთაურმა  პრაღაში გამართა მიუთითებს იმას, რომ ჩვენ იმისათვის, რომ 2023 წელს  ქვეყანამ  ევროკავშირის  კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღოს   კიდევ ერთი მყარი ნაბიჯი გადავდგით.

ვლადიმერ ბოჟაძემ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მიმართა და განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პროცესში რადიკალური ოპოზიცია  ჩართული არ არის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ომის და ღალატის პარტია ჩვენ სრულიად სამართლიანად დავარქვით. მათი ინტერესია, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ პრაღაში პრაღაში გამართული შეხვედრები ამის საპირისპიროდ  მეტყველებს. თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც  ითხოვდით რიგგარეშე არჩევნებს ქვეყანაში და   მიიღებთ რიგგარეშე არჩევნებს საკუთარ პარტიაში. თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენ გვემუქრებოდით  ჩამოშლით და  ახლა  მარტივ მამრავლებად თავად დაიშალეთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს პარტიაში ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდეს, რათა ჩვენი ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო  არჩევნებს დამშვიდებული შეხვდეს. რამდენადაც არ უნდა დაგაფინანსოთ ბიუჯეტის და ჯარისთვის მოპარული ფულით კეზერაშვილმა, რამდენი ტყუილიც არ უნდა გაავრცელოს თქვენმა  კონტროლირებადმა მედიამ, ჩვენ  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში გაგრძელდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძე.