“რადიკალური ოპოზიციის რესურსები”- ზაალ ანჯაფარიძე

იმ ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსებზე, რომლებსაც ქართული ოპოზიცია ეყრდნობა და შთაბეჭდილებაზე, რასაც ამ რესურსებზე დაკვირვება ქმნის, სოციალურ ქსელში წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

„რადიკალური ოპოზიციის რესურსები:

1/ ხუთი უნივერსიტეტი, რომლებსაც აკონტროლებენ, ან ძლიერი გავლენები აქვთ

2/ ხუთი ტელევიზია, რომლებსაც აკონტროლებენ, ან მათზე გავლენები აქვთ

3/ ათამდე საინფორმაციო და სოცქსელების ონლაინ რესურსი და პლატფორმა

4/ მინიმუმ 30 საერთაშორისო დონორების მიერ კარგად დაფინანსებული ენჯეო და სამოქალაქო მოძრაობა

5/ სხვადასხვა წყაროებიდან (კეზერაშვილი, ნაყოფია და ა.შ.) შემოდინებული მილიონობით “შავი ფული”

6/ მათ კმაყოფაზე მყოფი ლობისტების დიდი ჯგუფი ევროპასა და აშშ-ში.

თუნდაც ეს არასრული ჩამონათვალი გვიქმნის წარმოდგენას ორ რამეზე:

1/ ასეთი დიდი რესურსების მქონე ოპოზიცია რთულად თუ მოიძებნება რომელიმე პოსტსაბჭოთა ან გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაში, მათ შორის მოლდოვასა და უკრაინაში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა რომ მიართვეს ავანსად, ჩვენი სამაგალითო დასჯის ფონზე

2/ რადიკალური ოპოზიციის სრული უუნარობა გამოიყენოს ამხელა რესურსი, რადგანაც ეს რესურსი ვერანაირად ვერ აკომპენსირებს საზოგადოების მხრიდან მათ მიუღებლობას, რაც უკვე არაერთხელ დადასტურდა,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.