“საქართველომ ისეთი გარემო უნდა შექმნას, რომ რუს ოკუპანტთა შეიარაღებული შენაერთების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უმტკივნეულოდ მოხდეს”-ლევან მამალაძე

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადებას, ოკუპირებულ რეგიონებში დაგეგმილ რეფერენდუმებს და ამასთან დაკავშირებით შეცვლილ მსოფლიო რეალობას  სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, სახალხო დიპლომატიის ცენტრის დამფუძნებელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამალაძე აღნიშნავს, რომ უკრაინაში ახალი ფართომასშტაბიანი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველო ყველანაირი სცენარისათვის მზად უნდა იყოს. 

“მსოფლიო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბირთვულ განადგურებას!

ჩვენი პროგნოზი გამართლდ, უკრაინაში საომარი მოქმედების ახალი ფართომაშტაბიანი ეტაპი იწყება. 21 სექტემბერს პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, ეკონომიკის სამხედრო ყაიდაზე გადაყვანა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარება, საომარი მოქმედების შინაარს კარდინალურად ცვლის. იდეოლოგიურად პუტინს უკრაინაში ომი , რუსეთის განადგურებისგან გადარჩენის რანგში აჰყავს. დონბასის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და სხვა ტერიტორიების რუსეთად გამოცხადებით , ომი რუსეთსა და დასვლეთს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების დატვირთვას იძენს. აშშ და ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე უპასუხეს , რომ უკრაინას მაქსიმალურად დაეხმარებიან, ასე რომ ომი უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. ჩვენ შეიძლება მრავალი ვარიანტი განვიხილოთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით რუსეთის დამარცხებაზე საუბარი ნაადრევია. ომის ახალ პროცესში რუსეთმა თუ მარცხი განიცადა, პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. რუსეთი წლის ბოლომდე ეცდება გარღვევას მიაღწიოს და ხარკოვი-ოდესის ხაზზე გამაგრდეს.
 
საქართველომ ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს და პირდაპირ საომარ მოქმედებებში არ უნდა ჩაებას. ხელისუფლებამ წინასწარ უნდა განაცხადოს , რომ არ აპირებს საომარი მოქმედებებს აფხაზებისა და ოსების წინააღმდეგ , ხოლო რუსეთის დამარცხების პროცესში გარანტია მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ რაიმე დევნა და ანგარიშსწორება გამოირიცხება, იქნება ფართო ამინისტია და რეალური შერიგება , ასევე პასუხისმგელობა არ დაეკისრება იქ არსებულ მმართველობას და პოლიტიკურ ელიტას.
 
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის , რომ აფხაზეთის და ოსეთის მოსახლეობა არ დაფრთხეს და დაპირისპირების ახალი საფუძველი არ შევქმნათ. ასევე ურთიერთობები დავამყაროთ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან , რათა გამოირიცხოს მათი გამოყენება კონფლიქტების შესაქმნელად. ჩრდილო კავკასიელებს ისეთი ფორმატი უნდა შევთავაზოთ , რომ მათ სახელმწიფოებრივი არსებობის და განვითარების საშუალება საქართველოსთან მეგობრობაში დაინახონ. საქართველომ ისეთი გარემო უნდა შექმნას, რომ რუს ოკუპანტთა შეიარაღებული შენაერთების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უმტკივნეულოდ მოხდეს, თან ისე რომ ადგილობრივმა მოსახელობამ ამას მხარი დაუჭიროს და პროტესტის განცდა არ შეექმნათ. დროულად უნდა განისაზღვროს ოკუპაციისგან განთავისუფლებული ტერიტორიების სტატუსი, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ლტოლვილთა დაბრუნების გარანტიები. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას , რომ აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სისტემა ჰაერსაწინააღმდეგო და თანამედროვე სარაკეტო საშუალებებით მოამარაგოს, იმისთვის რომ მარცხით „გადელებულმა“ რუსეთმა ჩვენი დაბომბვა ვერ გაბედოს! საქართველოს შეიარაღებული ძალები მზა უნდა იყოს რუსეთის მარცხის ფონზე, შეაჩეროს ყველა მოსალოდნელი პროვოკაცია, ხოლო მთავრობამ ჩრდილოეთიდან ლტოლვილთა ნაკადის მართვის სიტემა უნდა შექმნას. მარცხის შემთხვევაში დაიშლება თუ არა რუსეთი ამას დრო გვიჩვენებს!
რა სცენარიც არ უნდა განვითარდეს, სახალხო დიპლომატიის ცენტრის ინიციატივა, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, აუცილებელი და სასარგებლო საქმეა ყველასთვის!
 
თუ კი რუსეთის გამარჯვება გამოიკვეთება, საქართველომ იგივე პოლიტიკა უნდა გააგრძელოს რასაც აქამდე აკეთებდა. საომარ პროცესებში არ ჩართვა, რუსეთთან უშუალო დაპირისპირებაზე უარის თქმა, სავაჭრო ეკონომიკური და ტრანზიტული კორიდორების მაქსიმალური ამოქმედება, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თავისუფალი გადაადგილების, ეკონომიკური ურთიერთობების დალაგების დაწყება , სატრანსპორტო ხაზების გახსნა სდა სხვა. რუსეთს ჩვენი გადაყლაპვის სურვილი არ უნდა გაუღვივოთ, ამის დასაბალანსებლად თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გამოვიყენოთ.
 
რუსეთის გამარჯვება, უკრაინის სახელმწიფოს არსებობას სათუოს გახდის, ევროკავშირის მდგომარეობაც საკმაოდ შეირყევა, აშშ-ს გავლენა მსოფლიოზე შემცირდება, ჩინეთის კი გაიზრდება, არ არის გამორიცხული ამ პროცესს ლოკალური ომებიც მიჰყვეს. მთლიანობაში მრავალპოლუსიან მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება. ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენი პლანეტა გლობალურ ბირთვულ ომს გადაურჩა!
 
გვახსოვდეს , ჩვენი ვალდებულებაა ყველანაირ საფრთხეს ავარიდოთ საქართველო !“– წერს ლევან მამალაძე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. 23-27 სექტემბერს რუსეთი მის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – კერძოდ, ლუგანსკისა და დონეცკის, ზაპოროჟიეს ოლქის და ხერსონის ნაწილში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავს, აღნიშნული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების მიზნით.