“ოპოზიციის ნაწილი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვაშაძის და სხვების პოზიციები არის ამის გამოხატულება”-ირაკლი კობახიძე

ისეთ აბსურდში შევიდნენ, თვითონ უჭირთ აქედან გამოსვლა. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მაგალითია. თქვეს რომ დააინიცირებდნენ კანონს და ახლა თქვეს, რომ აღარ აინიცირებენ, რაც შეეხება სხვა თემებს, იქ ინიციატივები პრაქტიკულად შემუშავებული არა აქვთ. ეს არის ყველაფრის შედეგი, რასაც ვხედავთ ოპოზიციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი მუდმივად დგამს ბსურდულ ნაბიჯებს, რომელსაც არავითარი მხარდაჭერა არ აქვს.

„ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ვერ ექნება ვერანაირი მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. საპარლამენტო ფორმატში არის შექმნილი სამუშაო ჯგუფები, იქ მომზადდა და მზადდება პროექტები და პარლამენტი სათანადო წესით განიხილავს. არის რადიკალური ოპოზიციური პარტიები, რომლის თვითმიზანია ხელის შეშლა. ხელის შეშლა იმ პრინციპებისთვის, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩანს, რომ ისინი სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული, რომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იგივე ვაშაძის და სხვების პოზიციები არის ამის გამოხატულება. მათი თვითმიზანია საბოტაჟი, საბოტაჟი იმ პროცესის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია 12 პუნქტის შესრულებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.