საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს-ში









