საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოგიტანათ-ფრიდონ ინჯია სალომე ზურაბიშვილს

საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოგიტანათ, თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ გასაყოფი „ოცნებასთან“, რა ვერ გაიყავით?, – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც წლიური ანგარიშით პარლამენტში იმყოფება.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ყველაზე ცუდი არის უმადურობა.

„ქალბატონო სალომე, ჩემთვის და საერთოდ, ყველაზე ცუდი არის უმადურობა.ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი? ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე და თქვენს საუბარში გაიჟღერა, კონსტიტუცია, კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ, თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ გასაყოფი „ოცნებასთან“, რა ვერ გაიყავით? რა იყო გაუგებრობა. ხელისუფლება, „ოცნება“ და თქვენ არჩეული ჰყავხართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რათა ქვეყნის მოსახლეობამ უკეთ იცხოვროს, იყოს უფრო შეძლებურად, უფრო თავისუფალი, გამრავლდეს. ამისთვის ხართ თქვენ მოწოდებული და ეს უნდა გააკეთოთ. ეს მარტო თქვენ კიარ გეხებათ, ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ არის უმრავლესობაში. იმისთვის, რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, შენ მოსახლეობამ ხმა უნდა მოგცეს, თუ არ მოგცა ხმა, შენ ხელისფლებაში არ მოდიხარ. ზოგს არჩეული აქვს სულ სხვანაირად. ყველაფერს აკეთებს, მიიღოს დავალება უცხოეთიდან, იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არ აინტერესებთ საქართველო, აინტერესებთ საქართველოს ტერიტორია, ადგილმდებარეობა და იმ დავალებებს ასრულებენ, მაგრამ ეს არ არის ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.