რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსეთის სამიზნეს საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა. დაბომბვის შედეგად სახლი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ნანგრევებში რამდენიმე ბავშვი მოყვა.
„ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თავად გამოიყვანეს ერთი ბავშვი, თუმცა 2012 წელს დაბადებული გოგონა, სამწუხაროდ, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთი გოგონა, 2019 წლეს დაბადებული, ჩვენმა მაშველებმა ექიმებს გადასცეს“, - ციტირებს მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს.





![ევროპელებს რომ 2008 წელს უფრო ხისტი პოზიცია ჰქონოდათ, დღეს ეს [ომი უკრაინაში] არ მოხდებოდა... თუმცა მაშინ ჩვენ გადაგვარჩინეს ევროპელებმა - ანა წითლიძე](/wp-content/uploads/2025/04/chch-768x425.jpg)



