როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში 19 მაისს +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +19 გრადუსია, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ახალციხეში იწვიმებს, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +24 ღამის ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში+24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +13, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +22 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.