როგორ ვმართოთ მენოპაუზა და რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა ამ  პროცესში?

როგორ ვმართოთ მენოპაუზა და რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა ამ  პროცესში? –   გვესაუბრება    ექიმი-გინეკოლოგი,მედიცინის აკადემიური დოქტორი,  სოფიო კამლაძე

  ,, მენოპაუზა  ქალის ცხოვრების ის ფიზიოლოგიური ეტაპია, როდესაც მენსტრუალური ციკლი მთლიანად წყდება და ქალი აღარ არის ფერტილური. მენოპაუზა  განპორობებულია საკვერცხეების მიერ გამოყოფილი ჰორმონების გამოყოფა –  შეწყვეტით.მენოპაუზა საშუალოდ 45 დან 55 წლამდე ასაკის შუალედში დგება. მისი ათვლა იწყება მაშინ, როდესაც ქალს მენსტრუალური ციკლი 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია.

   მენოპაუზა აისახება ქალის ჯანმრთელობაზე და  დამახასიათებელია ..,, ალების,, არსებობა, გუნებაგანწყობის ცვლილება, ადვილად გაღიზიანებადობაჭარბი ოფლიანობა, უძილობა, ვაგინალური სიმშრალე, ქავილი, დისპარეუნია, დიზურია, ოსტეოპოროზი , და ..

ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიის  საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია  ვმართოთ აღნიშნული პროცესი , რაც გულისხმობს   მენოპაუზური პერიოდისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის შემცირებას  და გაქრობას,  რის გამოც ეს პერიოდი გახდება ნაკლებად შემაწუხებელი და ცხოვრება უფრო მშვენიერი , ამიტომ სასურველია მენოპაუზური სიმპტომოკომპლექსის გამოვლენისთანავე ,მისი ეფექტური მართვისათვის დაიგეგმოს გინეკოლოგთან ვიზიტი .ასევე  მნიშვნელოვანია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები  და მათი მართვა .

სქესობრივი გზით გადამდებ  ინფექციებს იწვევენ ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგი ინფექციები

 

1.Chlamydia Trachomatis (უროგენიტალური ქლამიდიოზი)

2.Neisseria Gonorrhoeae (გონორეა)

3.Trichomonas Vaginalis (ტრიქომონიაზი)

4.Ureaplasma Urealyticum

5.Mycoplasma Genitalium

6.გენიტალური ჰერპესი

7.აივ/შიდსი (HIV/AIDS)

8.ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)

9.Treponema Pallidum (სიფილისი) 

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების   გადაცემა ხდება ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით, თუმცა ზოგჯერ ეს ინფექციები შეიძლება გადაეცეს სხვა გზებითაც –  მაგალითად სისხლის გადასხმის ან საერთო ნემსის გამოყენებისას, ასევე  დედიდან ნაყოფზე  ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვების დროს.   

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ხშირად შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ , ესენია:

  • ქავილი , სიწითლე ან წვა საშოს მიდამოში;
  • სპეციფიკური ,არასასიამოვნო ვაგინალური სუნი
  • ანალური ქავილი , ტკივილი ან სისხლდენა
  • წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;
  • ტკივილი ან წვა სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;
  • ტკივილი მუცლის ქვემო არეში;
  • უჩვეულო გამონადენი საშოდან, ან უსიამოვნო სუნი;
  • ცხელება და ა.შ.

მთავარი რეკომენდაცია სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით არის  ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენება, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ  პარტნიორის დაინფიცირების საკითხი .

სგგდის ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა  ინფექციის გავრცელებისა და გართულებების რისკს ამცირებს , ამიტომ  პრევენციის საუკეთესო გზა რუტინული დიაგნოსტიკური კვლევებია , რისთვისაც აუცილებელია დროულად მიმართოთ გინეკოლოგს.