“ქართველებსა და უკრაინელებს შორის შუღლის გაღვივების მოსურნე პუტინის მონაა!”- სიმონ მასხარაშვილი

ქართველებსა და უკრაინელებს შორის შუღლის გაღვივების მოსურნე პუტინის მონაა!, – ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვინც საქართველოში არეულობას ცდილობს, ის საქართველოს მტერია.

„1.ქართველებსა და უკრაინელებს შორის შუღლის გაღვივების მოსურნე პუტინის მონაა!

2. მატრაკვეცა და თვითმარქვია „უკრაინელები“ არესტოვიჩი, ბრაუნ-არახამია და მსგავსი არსებები ბანალური პარაზიტები არიან, რომლებსაც მავნებლობის მეტი არაფერი ხელეწიფებათ.

3. დღეს საქართველოსთვის გამარჯვებისა და გამთლიანების მომტანი ერთადერთი გზა მშვიდობის შენარჩუნებაა, ვინც საქართველოში არეულობას ცდილობს, ის საქართველოს მტერია!“, – წერს მასხარაშვილი.

ერთ-ერთ იუთუბ-არხთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს.

უკრაინის რადის ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარე, დავით არახამია ივანიშვილის გარემოცვის წევრების უკრაინის მიერ სანქცირების საკითხს გამოეხმაურა. „პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე“, – განაცხადა არახამიამ.