“ქალბატონო ელჩო დეგნან, დაგენგრათ თავზე “დემოკრატიის ხუხულა“! -მტრებს ვეღარ წვდებით, მეგობრებს დაერიეთ -ხაინდრავა

“ღმერთო, დამიცავი ჩემი მეგობრებისაგან, ჩემს მტრებს თავად გავუმკლავდები!”-  ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას.

„ღმერთო, დამიცავი ჩემი მეგობრებისაგან, ჩემს მტრებს თავად გავუმკლავდები!

ქალბატონო ელჩო დეგნან, დაგენგრათ თავზე „დემოკრატიის ხუხულა“! მტრებს ვეღარ წვდებით, მეგობრებს დაერიეთ. ერთ და იგივე საქმეზე, ერთ შტატში პორნოვარსკლავს რომ სდებთ ბრალს, მეორეში – პრეზიდენტს, ეს არის თქვენი ამერიკული სამართალი?!“, – წერს გოგა ხაინდრავა TWITTER-ზე.