პრემიერი თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს გოგიაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ლაშას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.