ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 15 სექტემბერს გამოვლინდება

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე 15 სექტემბერს გამოვლინდება.

ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის პროცედურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 22 აგვისტოს დაიწყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის შემოტანა 9 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

წელს საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 6 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი:

“ატონალური გაბრწყინება” – რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე

“ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” – რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი

“დიდი შესვენება” – რეჟისორი დათა ფირცხალავა

“მოთვინიერება” – რეჟისორი სალომე ჯაში

“ოთარის სიკვდილი” – რეჟისორი იოსებ ბლიაძე

“ტყვია” – რეჟისორი ხათუნა ვაშაძე

15 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია.