14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ, პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ, რომელიც ყველა წყენას დაგავიწყებთ. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები უფრო კონკრეტულად და ნათლად ჩამოაყალიბოთ. გირჩევთ, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილის საათებში დაგეგმოთ.

კურო

ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რათა ნათესავებთან ან კოლეგებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დიდი ხნით არ დატოვოთ. პატარა სიურპრიზებისთვის მოემზადეთ, რადგან ყველაფრის დაგეგმვა შუძლებელია.

ტყუპები

ტყუილად ნეწრვიულობთ – წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. არ მოდუნდეთ, ამ დღეს მხოლოდ ძლიერი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის.

კირჩხიბი

დროა, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი დრო დაუთმოთ და პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტაროთ. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, მოსალოდნელი შედეგები უნდა გათვალოთ.

ლომი

ეცადეთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, რათა სამსახურში საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც თქვენს კარიერას თავდაყირა დააყენებს. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. უფროსებთან რთული საუბარი თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. კომერციული და სამეწარმეო საქმიანობა სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს, თუმცა როგორ დასრულდება, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დღეს დაგეგმილი საქმეების დასრულებას მხოლოდ კოლეგებისა და წინასწარ შედგენილი გეგმის დახმარებით შეძლებთ. გჰვერდში დაუდექით ადამიანს, ვინც თქვენი მხარდაჭერის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინების და ოჯახური წვეულებისთვის. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. არახელსაყრელი დღეა ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის. მოერიდეთ საბუთებზე ხელის მოწერას.

მორიელი

აქტიური, მოვლენებით მდიდარი დღეა. პლანეტებისა და ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ამ დღეს სამუშაო ისე გღლით და გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.

მშვილდოსანი

დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით. სავარაუდოდ, ამ დღეს ფინანსური სირთულეები გექნებათ. ნუ მოდუნდებით, ყველაფერი თქვენს მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ საღამო, საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მშვიდობის დამყარებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. გირჩევთ, გვერდი აუაროთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც გაღიზიანებისა გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ინტრიგების დევნას – ნაკლები.

მერწყული

სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ ეს საქმე თქვენს იმედებს ვერ გაამართლებს. კვალიფიციური რჩევა მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა – ბიზნესისთვის. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალის დაბრინება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. დაეხმარეთ ახლობელ ადამიანს და ერთგულ მეგობარს შეიძენთ