მიხეილ გომიაშვილს 15 სექტემბერს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მიხეილ გომიაშვილს 15 სექტემბერს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.

„მიხეილ გომიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 15 სექტემბერს 12 საათიდან მარჯანიშვილის თეატრში. დაკრძალვა 15 სექტემბერს 15:00 საათზე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კინოსა და თეატრის მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი 12 სექტემბერს გარდაიცვალა.