,,ომი შევაჩეროთ და შევთანხმდეთ. შემდეგ კი გავარკვევთ, ვინ არის მართალი და ვინ – დამნაშავე” – ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინაში საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, ვინ არის მართალი და ვინ – დამნაშავე.

”ვიცით, რომ ეს ცუდია. ომი ყოველთვის ცუდია. მე ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ მსოფლიო ახლა პრობლემით არის დაკავებული და ეძებენ პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე. მისმინეთ, შემდეგ გავარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე. ყოველდღე ხალხი კვდება. მოდით, ომი შევაჩეროთ და შევთანხმდეთ. შემდეგ კი გავარკვევთ, ვინ არის მართალი და ვინ – დამნაშავე. ალბათ, ეს ნორმალური ფორმულაა.

ჩვენ იქ არავინ მოგვიკლავს და არც არავის მოკვლას ვაპირებთ, ჯერ ერთი, არავინ გვთხოვს ამ ოპერაციაში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში რუსეთი, და არც ვაპირებთ მასში ჩართვას“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.