საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.


მან ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.


თავდაპირველად ლაზიშვილის გამოსვლა ტურნირზე დაგეგმილი არ ყოფილა. ორგანიზაციამ ახალგაზრდა სპორტსმენის შეჯიბრებაში მონაწილეობა ოფიციალურად მას მერე დაადასტურა, რაც უმარ ნურმაგომედოვი აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო შეჯიბრებიდან მოხსნა.


დღევანდელ ღონისძიებაში ასევე მიიღო მონაწილეობა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ბრაზილიელ მარლონ მორაესს სძლია.