სომხეთის მთავრობამ უკვე დაიწყო „ტრამპის მარშრუტის" პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობა, შემდგომი პროცესების ორგანიზებამდეც კი, საკუთარი ინიციატივით დაიწყებს პროექტის ფარგლებში რკინიგზის, გზისა და ელექტროგადამცემი ხაზების საპროექტო სამუშაოების ექსპლუატაციაში გაშვებას.
„ჩვენ არ გვინდა დროის დაკარგვა. როგორც კი „ტრამპის მარშრუტის" განვითარების კომპანია ჩამოყალიბდება, სომხეთის მთავრობა მას დასრულებულ სამუშაოებს გადასცემს. დანამდვილებით და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „ტრამპის მარშრუტის" პროექტის შედეგად სომხეთი ყველა მიმართულებით განიბლოკება: როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით. თუმცა ყველა ამ მიმართულებით განბლოკვა არ ნიშნავს, რომ ყველა ინფრასტრუქტურა „ტრამპის მარშრუტის" პროექტის ნაწილი გახდება. „ტრამპის მარშრუტის" პროექტი მოიცავს ნრნაძორ-ყარჩევანის რკინიგზას, ასევე ელექტროგადამცემ ხაზებს და გზას. გაზსადენებისა და ნავთობსადენის საკითხები მოგვიანებით განიხილება", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.



