New Voice of Ukraine წერს, რომ 23 სექტემბერს უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, არსენ ჟუმადილოვის ობიექტებზე ჩხრეკა ჩაატარა და $140 მილიონზე მეტი ნაღდი ფული ამოიღო.

 

 გამოცემის ცნობით, ფული მაცივრების კოლოფებში იყო მოთავსებული, ხოლო ერთ-ერთ კოლოფზე დატანილი იყო წარწერა — „ხალხის მსახურისთვის“ — რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის სახელწოდებას ემთხვევა.

 

 ამავე ცნობასთან დაკავშირებული ვიდეო X-ზე Chay Bowes-ის ანგარიშმა გაავრცელა — კადრებში ჩანს დიდი რაოდენობით დოლარის კუპიურები და კოლოფები. Bowes-ის ანგარიში NABU-ს ან SAPO-ს ოფიციალური გვერდი არ არის.

 

ჟუმადილოვმა თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა 31 აგვისტოს დატოვა. NV Ukraine-ის თანახმად, პრეზიდენტის ოფისს გამოცემისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

 

წყარო: