“ნაციონალური მოძრაობის” ინტერესია, ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და აამოქმედონ რევოლუციური სცენარი – სანდრო ბრეგაძე

“ნაციონალური მოძრაობის” ინტერესიც არის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის ამოქმედება გაუმარტივდება, – განაცხადა “ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი”.

“ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი არის ის, რომ თუ ევროსტრუქტურები უარს გვეტყვიან, მათ ხალხის გამოყვანა ქუჩაში და რევოლუციური სცენარით მოქმედება უფრო გამოუვათ. არც ნიკა მელიას და არც მამუკა ხაზარაძის დაძახილზე ხალხი არ გამოვა. სააკაშვილი იმდენად საძულველია, არც მის გამო, არც გვარამიას გამო, არავინ გამოდის ქუჩაში, თუმცა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, არის ის მიზეზი, რაც ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ქუჩაში გამოიყვანს,”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ