“ნაციონალური მოძრაობა არის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელმაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თავიანთ მარწუხებში მოაქცია”-გივი ჩხარტიშვილი

თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა გივი ჩხარტიშვილმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ნაციონალურ მოძრაობას დამნაშავე ორგანიზაცია უწოდა, რომლის მარწუხებში ოპოზიციური პარტიების წევრები არიან  მოქცეული.

„თქვენ ხართ ყველანაირი განვითარების წინააღმდეგი. ყველაფერი ღირებული წაართვით საზოგადოებას და  20 წელიც რომ გავიდეს მაინც დამნაშავე ორგანიზაცია იქნებით,“- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.