დონეცკის არაოკუპირებული ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

კიევმა დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ნაწილიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს. მისი თქმით, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გამოსაყვანად პირველი მატარებელი კროპოვნიცკში უკვე ჩავიდა.

დონეცკის ოლქი ამჟამად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. თუ 24 თებერვლამდე რუსეთი მის მესამედს აკონტროლებდა, ახლა საოკუპაციო არეალი გაორმაგებულია. რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად რუსეთი წინ ნელი ნაბიჯებით, მხოლოდ დიდი დანაკარგების ხარჯზე მიიწევს. პარალელურად, კიევში კონტრშეტევას აანონსებენ, თუმცა, ამ ეტაპზე, უკრაინული ძალები წარმატებას ურო ხერსონის ოლქში აღწევენ.

საარტილერიო დაბომბვაში მოყოლის რისკის გარდა, რეგიონში ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების სისტემაც მოშლილია, რაც კიევს ევაკუაციისთვის დამატებით მიზეზს აძლევს.