“მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთში”- გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას Twitter-ზე ეხმაურება.

„მე მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რასაც მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე რეაგირება სჭირდება. ჩვენ ყველანი მტკიცედ უნდა მივუდგეთ ასეთ დარღვევებს!“ — აცხადებს გახარია.