მივესალმები შარლ მიშელს უკრაინაში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

„მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს უკრაინაში. მადლობა მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.

მან შარლ მიშელთან მოლაპარაკებებს შინაარსიანი უწოდა.

„უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენს ისტორიულ დაახლოებაში. ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ“, – წერს უკრაინის ლიდერი.

კიევში ვიზიტისას შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი უკრაინელი სამხედროები მოინახულა.