მიწისძვრის შედეგად თურქეთში 17 674 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი – 3 377

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი – 3 377.

რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 72 879 ადამიანია დაშავებული, ხოლო სირიაში კი მათი რიცხვი სამი ათასს მიუახლოვდა.

ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევებიდან ადამიანების ცოცხლად ამოყვანის შანსები უკვე მცირეა, კარამანმარასში მაშველებმა მიწისძვრიდან 96 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 26 წლის კაცი ცოცხლად ამოიყვანეს.