მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა

საქართველოს რეგიონებში ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა,

ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა მთლიანად შეწყვეტილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის სოფელ პაქსაძეებიდან კურორტ გოდერძამდე მონაკვეთზე.

სოფლის ცენტრებიდან დაბასთან დამაკავშირებელ გზებზე კი გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში.

სამუშაოებში ჩართულია 80 ერთეული მძიმე ტექნიკა.