“კროკუსში” განხორციელებული ტერაქტის ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის თანამონაწილეებს, უკრაინელებს კი მის ნამდვილ დამკვეთებს უწოდებს.

„პატივცემულო აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ლიდერებო! ტერორისტების განცხადებები, რომ მათ კიევში მილიონ რუბლს დაჰპირდნენ და რომ იქ მისასვლელად რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ფანჯარა უნდა გაველოთ, თქვენთვის საკმარისი არ იყო?ტერაქტი ISIS-მა დაუკვეთა, ასე არ არის? ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები, თქვენი აღზრდილები და ამ მკვლელობის თანამზრახველები ხართ თქვენ : ბაიდენი, მაკრონი, სუნაკიშოლცი და სხვა თანამზრახველები. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ!“ – წერს მედვედევი X-ზე.

რუსულ მედიაში გავრცელდა „კრუკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულთა დაკითხვის კადრები. მათ კოორდინატორად დაასახელეს ვინმე საიფულო, რომელმაც მიუთითა თავდასხმის ადგილი, უკრაინის საზღვრამდე გაქცევის გზა და ფულად ჯილდოს დაჰპირდა.