რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა ღამით ხარკოვის დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი და დაშავდა 10-მდე ადამიანი.

გავრცელებული ვერსიით, თავდასხმა კამიკაძე დრონების გამოყენებით განხორციელდა.

ხარკოვის მერის ცნობით, დაზიანებულია, სულ მცირე, ცხრა მრავალსართულიანი სახლი, სამი საერთო საცხოვრებელი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.