კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, გლდანის რაიონის მცხოვრებთათვის სოციალური აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარის კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 120 ლარიანი ვაუჩერები გადაეცა

სოციალური აქციის ფარგლებში გლდანის რაიონში რეგისტრირებული ყველა მოქალაქე კლინიკამედიგრუპშიარსებული სამედიცინო სერვისებით სარგებლობას შეძლებს. მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნავს, რომ აქციით, რომელიც 1 სექტემბრამდე გაგრძელდება გლდანის 200 ზე მეტმა მცხოვრებმა უკვე ისარგებლა.

ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 120 ლარის ღირებულების  მომსახურებას მათ კლინიკამედიგრუპიუფასოდ უწევს. მოქალაქეებს საშუალება აქვთ აქციის ფარგლებში გამოიყენონ და ისარგებლონ ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევებით, ასევე ექიმის კონსულტაციით. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ხელმძღვანელობას და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ ძალიან ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის“,- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ

გლდანის რაიონში მდებარე კლინიკამედიგრუპიუახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით არის დაკომპლექტებული. კლინიკაში არსებულ სამედიცინო სერვისებს ოფთალმოლოგიური მომსახურებაც დაემატა.