დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ, - განაცხადა ლონდონში გამართული თავდაცვის სამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. ინფორმაციას სამიტის სედეგების შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლიდერები ახლო მომავალში კვლავ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა „მოქმედებების ტემპი შეინარჩუნონ“ და და საერთო გეგმაზე მუშაობა გააგრძელონ.

„დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ. დღეს ზედმეტი საუბრების დრო არ არის - დადგა დრო, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად ახალი გეგმის გარშემო გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ“, - განაცხადა სტარმერმა.

მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინასთან „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე“ იმუშაონ. სტარმერის თქმით, ეს გეგმა შემდეგ შეერთებულ შტატებთან იქნება განხილული და ერთობლივად განხორციელდება.