ისრაელში, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

„ისრაელში საქართველოს დაჭრილი მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზეა კონსული“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც უწყებაში ამბობენ, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.

ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვით ძალები ავრცელებს.