ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, ყველა თვითმფრინავი უკან დაბრუნდება და შინ გაემგზავრება, ირანისკენ კი მეგობრული „თვითმფრინავის ტალღას“ გააკეთებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში წერს.

მისი მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია.

„არავინ დაშავდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია! გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ - წერს ტრამპი.