გორში, სტალინის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

გორში, სტალინის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულიდან 60 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა.

შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლები შემთხვევის მიზეზად რამდენიმე შესაძლო ვერსიას ასახელებენ.

ამ წუთებში, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.