გერმანიაში ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

დაკავებულია 35 და 40 წლის ორი მამაკაცი. მათი ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ ნაქურდალი ნივთებიც იპოვა. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ.

საქართველოს მოქალაქეები ბერლინის პოლიციამ თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე დააკავა. ისინი მიმალვას ცდილობდნენ. საქართველოს მოქალაქეები იზოლატორში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.