გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.

 

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 187 ქვეყანაში, 1991 წლიდან ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეები აღინიშნება, რომლის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

საკრებულოს ცნობით, საბჭოს წევრებმა ძალადობის პრევენციის მიზნით, კამპანიის ფარგლებში, საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმეს.

როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, საბჭო აქტიურად ერთვება ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაში, რათა სახელმწიფოს მხრიდან დაცვა გაძლიერდეს და ძალადობის დროული პრევენცია მოხდეს.