“ერთი გირგვლიანი შეიძლება, ვიძახოთ იმდენ ხანს”- მაია ნადირაძე

ყველაფერი ხომ თვლადია, ერთ გირგვლიანზე, თუ კიდევ ვიღაცას ამბობენ ხოლმე ერთს, მას შემდეგ რამდენი ასეთი მოხდა, ის ხალხი რატომღაც ასე არ რეაგირებდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, მაია ნადირაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ყველაფერს მივედ-მოვედოთ და არაფერი ვთქვათ, მოდი, ვთქვათ. ყველაფერი თვლადია, ხომ. ერთი გირგვლიანი  შეიძლება, ვიძახოთ იმდენ ხანს… ეს იყო, ვაღიარეთ ყველა თვალსაზრისით, ყველა საკანონმდებლო ინსტანციით, ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც კანონით იყო, ხომ. არა, ეგრე არა, უნდა ჩამოგეხრჩოთო, სააკაშვილი უნდა დაგეკიდათ ფეხებითო, მოთხოვნა იყო ეს.

 

ხომ თვლადია ყველაფერი. ერთ გირგვლიანზე, თუ კიდევ ვიღაცას ამბობენ ხოლმე ერთს. მას შემდეგ რამდენი ასეთი მოხდა. ის ხალხი რატომღაც ასე არ რეაგირებდა“, – განაცხადა მაია ნადირაძემ.