დღეს საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, ჰყავს კონკრეტული კრიმინალები, კონკრეტული დამნაშავეები – კახი კალაძე

დღეს, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ჰყავს კონკრეტული კრიმინალები, კონკრეტული დამნაშავეები, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახი კალაძე, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომ თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ეს არგუმენტი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარი არ გვითხრან.

კალაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრების ეპოქა წარსულს ჩაბარდა.

„საერთოდ არ მომისმენია მარგველაშვილის განცხადება ან რას გულისხმობს. საქართველოში პოლიტპატიმრების ეპოქა ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. დღეს, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ჰყავს კონკრეტული კრიმინალები, კონკრეტული დამნაშავეები, რომლებმაც კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.