დღევანდელ აქციაზე არ მივდივართ, ეს იყო შტურმის ღამე სახელმწიფო ინსტიტუციაზე – გიორგი ხოჯევანიშვილი

დღევანდელ აქციაზე არ მივდივართ, ეს იყო შტურმის ღამე სახელმწიფო ინსტიტუციაზე,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული გზა შტურმით პარლამენტის აღებაზე არ გადის“.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს აქცია არის ერთი მხრივ პროტესტის სიმბოლო, რომელიც ობიექტურ გარემოებებზე იყო მიმართული და მეორე მხრივ, ეს იყო შტურმის ღამე სახელმწიფო ინსტიტუციაზე – პარლამენტზე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა არ გადის შტურმით პარლამენტის აღებაზე.

ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციას და მიმართული არ იქნება დეპოლარიზაციისკენ, ხელს უშლის ქვეყნის ხვალინდელ ევროპულ მომავალს,“ – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.