დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა!

მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს.
📌წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა.
📌საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში წმ. ანდრიას უნდა ექადაგა.
📌უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.
📌წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.