“დედოფალი ელისაბედ მეორე იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე დიდი ბრიტანეთი აშენდა”- ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

ელისაბედ მეორის გარდაცვალება არის უდიდესი შოკი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ლიზ ტრასის თქმით, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ის „კლდე, რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა“.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, დედოფალი იყო შთაგონების წყარო როგორც მისთვის, ისე უამრავი ბრიტანელისთვის.

„მისი ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ლიზ ტრასის თქმით, ელისაბედ მეორემ დატოვა უდიდესი მემკვიდრეობა.

„დღეს გვირგვინი გადაეცემა ახალ მონარქს, როგორც ეს ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენი მეფე იქნება მისი უდიდებულესობა ჩარლს მესამე. მეფესთან ერთად ვგლოვობთ მისი დედის გარდაცვალებას. ჩვენ მას ვთავაზობთ ერთგულებას, ისეთ ერთგულებას, როგორითაც დედამისმა გვიერთგულა ყველა ჩვენთაგანს ასე დიდხანს. ღმერთო, დაიფარე მეფე!“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში   შოტლანდიაში გარდაიცვალა.