ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პეკინმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისა და მის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესოს. 

“ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, პელოსი დაჟინებით მოითხოვდა ტაივანში ჩასვლას, რათა სერიოზულად ჩარეულიყო ჩინეთის შიდა საქმეებში, ძირს უთხრიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევდა ერთი ჩინეთის პოლიტიკას და ემუქრებოდა ტაივანის სრუტის მშვიდობასა და სტაბილურობას.  პელოსის მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ, ჩინეთმა გადაწყვიტა სანქციების დაწესება პელოსისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კანონების შესაბამისად”, – აღნიშნულია განცხადებაში

ჩინეთის ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, რა სახის სანქციები აამოქმედეს პელოსის წინააღმდეგ, თუმცა აშკარაა, რომ მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული დანიშნულება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღმდეგობისა და მუქარების მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სპიკერი პელოსი შეხვდა ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს და სიტყვით მიმართა პარლამენტს.

ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.