“ბაიდენი ომის დამნაშავეა, ის უკრაინაში ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს დიდი კრიმინალია” – Pink Floyd-ის წევრი

Pink Floyd-ის წევრი როჯერ უოტერსი  აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს “ომის დამნაშავეს” უწოდებს. 

უოტერსის CNN-თან ინტერვიუს დროს წამყვანმა კითხვა დასვა პოლიტიკური ელემენტების შესახებ, რომლებსაც იგი შოუების განმავლობაში​ აჩვენებდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა “ომის დამნაშავეების” მონტაჟზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფოტოც შედიოდა.

„ბაიდენი უკრაინაში ომის ცეცხლზე ნავთს ასხამს. დიდი დანაშაულია. რატომ არ ურჩევს ამერიკა ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, ამ საშინელი ომის თავიდან ასაცილებლად?

როდის დაიწყო ომი? თქვენ უნდა გადახედოთ ისტორიას და შეგიძლიათ თქვათ, „აი, ომი ამ დღეს დაიწყო“. შეიძლება ითქვას, რომ ეს 2008 წელს დაიწყო… ეს ომი ძირითადად ეხება ნატოს მოქმედებას და რეაქციას, რომელიც რუსეთის საზღვრამდე მიიწევს, რაზედაც მათ პირობა აქვთ დადებული რომ ამას არ გააკეთებდნენ, როდესაც გორბაჩოვი მოლაპარაკებებს აწარმოებდა სსრკ-ს მთელი აღმოსავლეთ ევროპიდან გასვლის შესახებ“, – განაცხადა უოტერსმა.