“ავღანეთში “თალიბანის” წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს” – BBC

ავღანეთში, თორმეტი ადამიანი საფეხბურთო სტადიონზე, ათასობით მაყურებლის წინაშე გაამათრახეს, მათ შორის სამი ქალია.

 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

როგორც მოძრაობა „თალიბანმა“ „ბიბისის“ განუმარტა, ისინი მრუშობის, ქურდობისა და ჰომოსექსუალური კავშირებისთვის დასაჯეს.

 

„თალიბანის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საჯაროდ დასჯის შემდეგ სამივე ქალი გაათავისუფლეს, მამაკაცებიდან კი ნაწილი დააპატიმრეს.